logo
ENG



"არა რუსულ კანონს" - ხვალ 10:00 საათიდან პარლამენტთან აქცია განახლდება

14 მაი 202400:56
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/14/bgq0p2ibcfylnyp.jpg

"არა რუსულ კანონს" - 14 მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მოქალაქეები 10:00 საათზე შეიკრიბებიან. პლენარული სხდომა, სადაც კანონი მესამე მოსმენით უნდა განიხილონ, 12:00 საათიდან დაიწყება.

ასევე დაგეგმილია მარშები მთელი დღის განმავლობაში. 11:00 საათიდან მსვლელობას დაიწყებენ სტუდენტები ფილარმონიიდან.

***

14 მაისს პარლამენტი რუსული კანონის დამტკიცებას აპირებს.

დღეს, კანონი მესამე მოსმენით მიიღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე. კომიტეტი სულ 1 წუთს გაგრძელდა.

მიუხედავად  ფართომასშტაბიანი პროტესტის, საერთაშორისო მოწოდებების, დასავლელი პარტნიორების და მეგობრების მითითებებისა, რომ კანონი საქართველოს ევროატლანტიკურ გზას რისკის ქვეშ აყენებს, ოცნებაში აცხადებენ, რომ კანონს უკან არ გაიწვევენ.


close დახურვა